მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოში განვითარებული მოვლენები დემოკრატიას კრიზისში აგდებს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს“- ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. 

როგორც იგი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, საქართველოში დემოკრატია კრიზისშია, რაც მხოლოდ რუსეთს ახარებს.

„საქართველოში განვითარებული მოვლენები დემოკრატიას კრიზისში აგდებს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს. ამ კონფლიქტში ქართველი არ იქნება გამარჯვებული. სტრატეგიული პასუხისმგებლობის არარსებობა ორივე მხარეს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს. დროა საქართველოს უკუსვლა შეწყდეს“, – აღნიშნავს კუბილიუსი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, რომელმაც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს. მათი ნაწილი ღამის გათევას ადგილზე აპირებს.

ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მანამდე მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართეს შეხვედრები.

ელჩებმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ანა ფოტიგა: ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო, ყველანი სხვა რამეზე ვოცნებობთ

აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია

მეუფე მელქისედეკი: საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს - ევროატლანტიკურ სწრაფვას