მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოსთვის ევროკავშირი პირველი ივლისიდან იხსნება

ევროკავშირის დროშა

ევროკომისიამ მესამე ქვეყნების სია დაამტკიცა, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.

გამოცემა „ლე მონდეს“ ინფორმაციით, დამტკიცებულ სიაში 14 სახელმწიფოა და მათ შორის არის საქართველო. საქართველოსთან ერთად ევროკავშირი რეკომენდაციას 14 ქვეყანას უწევს. ესენია: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, ალჟირი, მაროკო, ტუნისი, მონტენეგრო და სერბეთი. გამოცემის ინფორმაციით, არ არის გამორიცხულ აღნიშნულ 14 სახელმწიფოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც დაემატოს.

ცნობისთვის, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა.