მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახელმწიფო მინისტრი ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებაზე განცხადებას აკეთებს

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. 

„საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა. შესაბამისი უწყებები მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებენ კოორდინირებულად და რაც მთავარია ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე და მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შედეგს“, - აცხადებს თეა ახვლედიანი.

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე. ის დაკავებისას ფეხში დაიჭრა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა