მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ“ - გია ვოლსკი

ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება და რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს საკმაოდ ჩამოყალიბებულად და დაგეგმილი სტრატეგიით“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება, მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერები ხედავენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის მიმართ აგრესია არის უფსკრულისკენ მიმავალი გზა.

„შეუძლია კი ასე გამოხატულ პრორუსულ ძალას ასეთ გამოხატულ პროდასავლურობის დამჩემებელ ძალასთან ერთად შექმნას ის გარემო, რომელიც საქართველოს სჭირდება, – ეს პირველი საკითხია, მეორე საკითხია – სჭირდება კი საქართველოს დესტრუქციის ისეთი მასშტაბი, რომელიც მას დაანგრევს საბოლოოდ და ჩააგდებს ამ ოკუპანტი ძალის გავლენის ქვეშ, უფრო მეტად დაუქვემდებარებს იმ დესტრუქციულ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს, სჭირდება კი ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ერთადერთი პრაქტიკულად დასაყრდენი ძალა ამიერკავკასიაში, იყოს შერყეული,“ - აცხადებს ვოლსკი.

მისი თქმით, ნიკა მელია არის მეორეხარისხოვანი, რომელიც შეიძლება გამოდგეს იმ იარაღად, რასაც ჰქვია დანაშაულის გამო ადამიანის დაკავებისთვის პოლიტიკური ასპექტის მიცემა.

„აქ მელია არის მეორეხარისხოვანი, რომელიც შეიძლება გამოდგეს იმ იარაღად, რასაც ჰქვია დანაშაულის გამო ადამიანის დაკავებისთვის პოლიტიკური ასპექტის მიცემა. ეს არის ზედაპირზე, ამ ზედაპირს კარგად აანალიზებს საზოგადოება, შესაბამისად მოქმედებს და რეაგირებაც შესაბამისია. ჯერ კიდევ კარვების დადგმამდე და ამ აგრესიულ განცხადებებამდე, რომელიც მიმართულია ჩემ მიმართ, ჩვენს მიმართ, ზოგადად რომ უნდა იყოს მათი გვარები გამოფენილი, დავხვდეთ აგრესიულად, სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, პოლიციელებზე აღარ ვლაპარაკობ, საზოგადოება ხედავს, რომ ეს არის უფსკრულისკენ მიმავალი გზა და მათ შორის საზოგადოების ის ნაწილიც, ვინც მათ მხარს უჭერს, არა ორასი ან ასი ლარის გულისთვის ჩამოდის, არამედ გულწრფელად უჭერს მხარს ოპოზიციას, ამ საზოგადოებაშიც საკმაოდ არის ინტელექტუალური ძალები, რომ გააანალიზონ და შეაფასონ სიტუაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.