პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცდა

პარლამენტის სასესიო დარბაზი 2
13:06 29.06
დაკოპირებულია

117 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა.

თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

შეგახსენებთ, გასულ წელს სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო. პირველი მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი 21 ივნისს დაუჭირა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

რუანდის პარლამენტი

პარლამენტში ყველაზე მეტი ქალი დეპუტატი ს...

94 ხმით 1-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ᲡᲐᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲝ ᲙᲕ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო...
21:18 03.07
შინაგან საქმეთა სამინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა. ცნობისთ...
20:40 03.07
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დავით ჭაკუას ექსტრადირების თაობაზე დაკმაყოფილდა და...
20:31 03.07
დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა....
19:56 03.07
არ გადაკვეთო 2 სენაკში მდინარეში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო
სამეგრელოში, ქალაქ სენაკში, მდინარე ტეხურაში 19 წლის კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კაცს გ...
„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ - პრეს-ტური გუ...
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი კამპან...
დავით ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვ...
მიმდინარე წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი ხა...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზ...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა სტეფანწმინდის ცენტრალური მოედნისა და საავტომობილო...