უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე მსჯელობა, ბიზნესსექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში მიიღება.
მთავრობის მიზანია, ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალებში არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომელიც კლინიკური სექტორის ეფექტური მართვის მიზნით ხორციელდება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც ეს პირველ რიგში სჭირდება. ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრისას განაცხადა, რომ კოვიდ-სასტუმროებში გაძლიერებულია თერაპიული კომპონენტები, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორებით აღჭურვის თვალსაზრისით. მსუბუქი შემთხვევები კი მკურნალობას ბინაზე, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით განაგრძობენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს დამატებით რეანიმაციული და ინტენსიური საწოლების მობილიზების კუთხით.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში შედის და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთული, თუმცა მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.
ამასთან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რისი კონტროლიც შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება.
საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მომზადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
👉 ინფორმაციისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 111 818 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 92 215 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1051 ადამიანი.
👉 ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2102 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3739 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6192 პირი.
თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.
მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა.
არასამთვრობო ორგანიზაცია საიას თავმჯდომარედ ასოციაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.
მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.
OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ.
„არ მჯერა, რომ ის სადმე წასვლას აპირებდეს ან საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პირიქით მგონია, რომ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, მათ შორის ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და გაიწია პოლიტიკის წინა ხაზებიდან.
მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.
ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეს განცხადებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის კონკრეტული პრეპარატების შესახებ იყოს საუბარი და ახსნა, თუ რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ, როგორ იცავენ ისინი ადამიანებს. მისი თქმით, არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.