მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე სამადაშვილი „ლელოს“ შეუერთდა

სამადაშვილი ლელოს შეუერთდა

სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოს“ ფრაქციას შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების შესასრულებლად იმუშავებს.

„იმ მიზნით, რომ ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს ხალხს აღარ აქვს დასაკარგი დრო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ „ლელოს“ ფრაქცია და გავაგრძელოთ მუშაობა როგორც პარლამენტში ისე მის გარეთ, რომ არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება უკან დაიხიოს შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების შესრულებისას“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტში ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე სალომე სამადაშვილი იქნება.

ფრაქცია „ლელოს“ ასევე შეუერთდნენ არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განცხადების დონეზე, ოფიციალურად კი 12 მაისსს დატოვა.