მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე სამადაშვილი: პოლიტპატიმრების თემა თუ არ დაიხურა, ვერანაირი მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს

სალომე სამადაშვილი პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება 2 მთავარ საკითხზე უნდა გაგრძელდეს, ესენია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ შეთანხმებისთვის სივრცე შეამცირა „ქართულმა ოცნებამ“. იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგი გამოიღოს, ჩვენ უნდა დავინახოთ ხელისუფლებისგან ნაბიჯები პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ.

პოლიტპატიმრების თემა თუ არ დაიხურა, ვერანაირი მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს. უნდა გათავისუფლდნენ ნიკა მელია და გიორგი რურუა და ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები გაგრძელდეს.

ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა მექანიზმებით შეიძლება დასავლურმა სამყარომ უზრუნველყოს ზეწოლა ხელისუფლებაზე და ვაიძულოთ ის ქვეყანა გამოიყვანონ ჩიხიდან“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. ისინი ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდნენ.

მათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.