მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე სამადაშვილი: შეთანხმების შესრულების დაწყების პირველი დღე სამშაბათი იქნება, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში შევა

სამადაშბილი პარლამენტში

„პირველი დღე ამ შეთანხმების შესრულების დაწყების, იქნება შემდეგი სამშაბათი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთვის, რომ დაარეგისტრიროს კანონი ამნისტიის შესახებ“,- ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ამნისტიის კანონს პარლამენტი შეძლებისდაგვარად სწრაფად მიიღებს და ამაში ორივე მხარე იქნება ჩართული.

„ეს იყო სამუშაო ვახშამი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, სადაც განვიხილავდით შეთანხმების შესრულების დეტალებს და რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ პირველი დღე ამ შეთანხმების შესრულების დაწყების, იქნება შემდეგი სამშაბათი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთვის, რომ დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი და ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტი. ამის შემდეგ, ჩვენ, რაც შეიძლება სწრაფად, მივიღებთ ამნისტიის კანონს და შესაბამისად, თუ მანამდე ვერ მოხერხდა სხვა გზებით ნიკა მელიას გათავისუფლება, მაშინ ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, ნიკა მელია გათავისუფლდება საპატიმროდან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამავე თემაზე:

📌შალვა პაპუაშვილი: შეთანხმებას ხელი მოწერილი აქვს და, ამ შეთანხმების მიხედვით, ყველა იწყებს პარლამენტში მუშაობას