მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ვიდეო მიმართვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია - ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ამერიკასთან გვაერთიანებს და რომელსაც სრულიად ვიზიარებთ“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 244-ე წლის იუბილეს აღნიშნავენ.