მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

დღეს ბრიუსელში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნატო-ს შტაბბინაში უმასპინძლებს.

საქართველოს პრეზიდენტი, ასევე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება.

ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კოვიდ 19-ის პანდემიის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გასაშუქებლად ნატო-ს სათავო ოფისში დაშვება არ ექნებათ.

ღონისძიების პირდაპირი ეთერი კი ნატო-ს ვებგვერდზე, სტრიმინგის ფორმატით გავრცელდება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს, ასევე, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის.

ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

იხილეთ აგრეთვე:

❗სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს იწყებს