დღეს, 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.
ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს;
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს; დავიდ სასოლის;
ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.
დაგეგმილია ასევე სხვა შეხვედრები მაღალი რანგის პირებთან.