მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს

ზურაბიშვილი

საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისაკენ მიმართულ ნაბიჯებს. საქართველო და უკრაინა სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე დგანან. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა განსაკუთრებით აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ყოველდღე ცეცხლს ხსნიან. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები

უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიღუპა