მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით გაესაუბრება

საქრთველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით გაესაუბრება. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს მოლაპარაკებებისთვის თბილისში ეპატიჟება.

ნოემბერში დაგეგმილია ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში, ზურაბიშვილისა და მისი საუბრის ერთ-ერთი თემა კი ეს საკითხიც იქნება.

შეგახსენებთ, განჯის დაბომბვა სომხების მიერ რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო.

სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.