მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი: წადით მშვიდ და სამართლიან არჩევნებზე

სალომე ზურაბიშვილი

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„ჩვენი მისვლა არჩევნებზე ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა. ეს თითოეული მოქალაქის ვალია - თქვენი, ჩემი.

მინდა მივულოცო, მათ ვინც პირველად მიდის არჩევნებზე, პირველად მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფოს განვითარებაში და საკუთარი ქვეყნის მომავალს ამით განსაზღვრავს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება.

„მოგმართავთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე: კოვიდის შეკავება და ეკონომიკის გადარჩენა, ქვეყნის სტაბილურობის გამყარება, დემოკრატიული წინსვლის განმტკიცება - ეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი და უალტერნატივო პრიორიტეტებია!

ამ დროს, შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის - ჯარი, სამართალდამცავები და ჯანდაცვის წარმომადგენლები“, - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა. საზოგადოებას კი კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებზე წასვლისკენ.

„წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.