პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა

სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად
13:43 31.07
დაკოპირებულია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ახალი დროშა - კვადრატული ფორმის თეთრი ალამი დაამტკიცა.

აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე ბრძანებულება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის დროშა უნდა დამტკიცდეს საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანდართული სახით.

დროშის დიზაინი:

საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით გველეშაპის განმგმირავი მხედარი - წმინდა გიორგი, ოქროს შარავანდედით. დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან.

prezidentis-drosha_o_h.jpeg

ბრძანებულება, რომელსაც ხელს სალომე ზურაბიშვილი აწერს, საკანონმდებლო მაცნეზე 30 ივლისს გამოქვეყნდა და ძალაში ამოქმედებისთანავე შევიდა.

კორონავირუსის რუსული ვაქცინა

რამდენად სანდოა კორონავირუსის რუსული ვაქ...

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან არასრული 8 თვის თავზე, პირველი ქვეყანა, რომელ...
36 წუთის წინ
შეერთებულ შტატებში უმუშევრობა მესამე თვეა მცირდება, თუმცა ის კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება....
18:31
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბათუმი-თბილისის XII საერთაშორ...
18:20
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი...
17:44
„დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა ერთ სულ მოს...
17:34
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი...
საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა და ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელ...
პუტინმა ლუკაშენკოსთან მინსკში დაკავებულე...
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფ...
საქართველომ COVID-19-თან საბრძოლველად კი...
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარე...
„პუტინი კორონას იყენებს, რათა საზღვრები...
„პუტინი კორონას იყენებს, რათა საზღვრები შეცვალოს“ - ამ სათაურით აქვეყნებს გერმან...