მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამადაშვილი რურუას განაჩენზე: სახელმწიფოს შეურაცხყოფაა

სალომე სამადაშვილი პარლამენტში

„სახელმწიფოს და ნებიემიერი მოქალაქის შეურაცხყოფაა მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუასთვის 4 წლიანი პატიმრობის შეფარდებას.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს.

„ქვეყანაში უბრალოდ სასამართლო არ გვაქვს. ასეთი გამოთქმა არსებობს „კენგურუს სასამართლო“, რომელსაც შეუმდგარ, ჩამონგრეულ სახელმწიფოში გამოიყენებენ. ასეთად ჩამოყალიბდა საქართველო ივანიშვილის ხელში. ქვეყანა, სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, მოსამართლეს დაწერილ მითითებას უგზავნიან, ამის მიხედვით გამოაქვს მოსამართლეს განაჩენი. ეს რეალობა ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ ოქტომრის ბოლოს არჩევნების გზით“, - აღნიშნა სამადაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.