მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამარცხვინოა ის რაც ბათუმში მოხდა“ - უთანხმოება ნაციონალურ მოძრაობაში

უთანხმოება

23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.

ინციდენტს გამოეხმაურნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე.

„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება.“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რომან გოცირიძემ კი ამ საქციელს ბოლშევიზმი უწოდა.

“რაც ბათუმში მოხდა, არის სამარცხვინო საქციელი. ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტიის წევრების აზრი ბონდო თედორაძეს არ მოეწონა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ბათუმის აქციაში.

„რამდენჯერ დაგვაკავეს, რამდენი უბედურება გადაგვხვდა თავს ამ რვა წლის განმავლობაში და ჯერ არ მახსოვს, სალომე სამადაშვილს და ბევრ ლიდერს კიდევ დაედოს პოსტი ჩვენზე და გამოეხატოს მხარდაჭერა ( პოსტზე ვსაუბრობ, პოსტზე).

ახლა კი, ბათუმში მომხდარ ფაქტს ამაზრზენი უწოდა და ყველას ვისაც მოეწონა, ასევე ამაზრზენად მოიხსენია!საჯაროდ ვაცხადებ: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს თავი გადადებული და არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო პეროობა და ან რამე მსგავსი!

ჩემი თუ გაინტერესებთ: თანამებრძოლი (თუნდაც დაუშვას შეცდომა) ბრძოლაში არ მიიტოვება!

არც მივატოვებ არავის! სხვა საკითხია რა მომწონს და რა არ მომწონს!“, – წერს ბონდო თედორაძე სოციალურ ქსელში.