მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანდრო რაქვიაშვილი: რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“? მიდის და ახალ პარტიას აარსებს?

გირჩის წევრი

პარტია „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი ზურაბ ჯაფარიძეს პასუხობს.

„ვერ გავიგეთ, რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“. მიდის, ახალ პარტიას აარსებს და სახელი სჭირდება, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები და ის, რაც დაწერა, და თვითონ დარჩეს პარტია? ეს გაურკვეველია. გუშინაც იგივე სიტუაცია იყო, იმიტომ რომ კომუნიკაცია არ გვაქვს და სანამ შეხვედრა არ შედგება, მე ზუსტად ვერ გეტყვით ვერაფერს, რადგან შინაარსი არ მესმის ბოლომდე. ფეისბუქ გვერდი რასაც ნიშნავს, გასაგებია, მაგრამ სხვა ნაწილში გაუგებარია“, - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.

როგორც სანდრო რაქვიაშვილი განმარტავს პარტიის ლიდერისგან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არსებობს.

„ჩვენი მხრიდან ბევრი მცდელობაც იყო და შეთავაზებაც და მისი მხრიდან არ არის ჯერ სურვილი. ჩვენ გვინდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ“, - დასძინა სანდრო რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომ მისი, იაგოს, სანდროს და ვახოს გზები გაიყო.

ზურაბ ჯაფარიძეს ამ განცხადებას გამოეხმაურა პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი და მათი თქმით, ამის მიზეზი გაურკვეველია.

დღეს კი „გირჩის“ ლიდერმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის წევრებს ულტიმატუმებს უყენებს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 „პასუხი გვინდა დღის ბოლომდე“ - ზურაბ ჯაფარიძის ულტიმატუმი თანაპარტიელებს

👉 ვახო მეგრელიშვილი: კონფლიქტი შეიძლება პოზიტიურად გამოვიყენოთ, ვიფიქროთ , „გირჩი 2“-ის შექმნაზე