მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საოკუპაციო ძალები სოფ. ფახულანისა და სოფ. საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაციას ახორციელებენ

მავთულხლართები საქართველოში

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფ. ფახულანისა და სოფ. საბერიოს მონაკვეთზე, საოკუპაციო ძალების მიერ  უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.