მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ვინაობა ცნობილია

საქართველოს პარლამენტის შენობა

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.

კომისიის წევრები „ევროპელი სოციალისტებიდან“ დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია იქნებიან, ხოლო მმართველი გუნდიდან გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური .

შეგახსენებთ, რომ კომისია წინა კვირას შეიქმნა და მას საქმიანობისთვის სამი თვე ექნება.