მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთის ელჩი: ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებები სახელმწიფოს ერთიან პოზიციამდე მისვლაში დაეხმარება

საფრანგეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კალასის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკება მხარეებს ერთიან გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.

„კარგია, რომ შარლ მიშელი ჩამოვიდა. ეს აჩვენებს, თუ როგორ ზრუნავს ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე. კარგია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხეს დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტია თავის აზრს გამოთქვამს. ვფიქრობ, რომ ეს მოლაპარაკებები დაეხმარება სახელმწიფოს ერთიან პოზიციამდე მისვლაში. არსებობს ბევრი გამოწვევა და საქართველომ უნდა მოიკრიბოს ძალები, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებაში და მიიღონ საერთო გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა დიეგო კალასმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე გახარია უნდა დაჯდეს“ - გია ხუხაშვილი

„მეც მინდა მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე მისვლა“ - იაგო ხვიჩია

„მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს“ - კელი დეგნანი