პოლიტიკა

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში პირველი კონკურსი გამოცხადდა

რეგიონები
13:45 29.05
დაკოპირებულია

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და  წინასწარი ბიუჯეტი 63.75 მილიონი ევროა, საიდანაც ევროკავშირის მიზნობრივი დახმარება 53.75 მილიონ ევროს შეადგენს.

"საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა  და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება. მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას, სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ - თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი რეგიონის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ.

საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, უკვე გამოცხადდა კონკურსი 5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებზე", - აცხადებენ სამინისტროში.

მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი პროექტები ითვალისწინებს შემდეგი სახის ღონისძიებებს: ბიზნესთან ან სხვა ღონისძიებების ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე ზომის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განახლება, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ტურისტული ან სხვა სახის მომსახურებების შეთავაზების მიზნით სახელმწიფო შენობების განახლება, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, ადგილობრივი გზებისა და თანმხლები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც ადგილობრივ ბიზნესებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ავტობუსი ქალაქში

ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების დამა...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდებ...
სამშენებლო სექტორში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ს...
16:40
„ᲐᲭᲐᲠᲐᲑᲔᲗᲘ“ საკუთარ მომხმარებელს გართობის დეგუსტაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას აწვდის. „ᲐᲭᲐᲠᲐᲑᲔ...
16:20
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახ...
16:12
ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში ხელოვნურსაფრიან მოედანზე მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერ...
15:33
გურგენიძე სტუ-ში ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი: უნივერსიტეტს...
ქართული კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციებით, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ელგუჯა მეძმარიაშვილის...
წამებისთვის ძებნილი, სასჯელაღსრულების ყო...
დღეს, 3 ივლისს ბერლინიდან თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის...
ცქიტიშვილი: დიალოგი მიმდინარეობს ქვეყნებ...
ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარეობის დიალოგი და ზუსტდება დ...
ეჯაილ ტრანსფორმაცია - ბიზნესის კეთების ა...
თიბისის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯ...