მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სასაცილოა ენმ-ს პოზიცია“ - სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

სალომე სამადაშვილი პარლამენტში

სალომე სამადაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის.

„სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია- მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე ვინც მოაწერს, იმათ მოღალატეს დავუძახებთ. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას.

უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები“ - წერს სალომე სამადაშვილი.

ინფორმაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“