პოლიტიკა

საუდის არაბეთის მეფე გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს

საუდის არაბეთის მეფე და
გიორგი გახარია
1611148147
დაკოპირებულია

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, უფლისწული მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი  გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ. საუდის არაბეთის მეფისა და ტახტის მემკვიდრის ოფიციალური მილოცვები საქართველოს მთავრობის მეთაურს საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირიმ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

„მოხარული ვარ თქვენი აღმატებულებისადმი საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენი ხელახლა დანიშვნით. გულწრფელად გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას. ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებით ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ. გიდასტურებთ ჩემს სურვილს და მზაობას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენი ორი მეგობრული ქვეყნისა და ერის ინტერესებისთვის. თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია საუდის არაბეთის მეფის ოფიციალურ მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრისა და ელჩის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს.

საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი გახარიას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე (UNTWO) აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით არჩევა მიულოცა.

ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პანდემიამდე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა. გამოითქვა იმედი, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ამ მხრივ არსებული პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და გაძლიერდება.

აშშ-ის საელჩო
საქართველოში

აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში განთავსებულ ვიდეომიმართვაში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

1614279044

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს​ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

1614278546

ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

1614277833

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.

1614277175
პარლამენტის სხდომა

კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქმიანობას მ...

პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.

„გამოხმაურება ევროკავშირის მხრიდან, მართ...

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან გამოხმაურება რამდენიმე თვალსაზრისით საყურადღებოა. 

სამართლებრივი ქმედება თუ პოლიტიკური ახირ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ პროკურატურას ვითარების განმუხტვა სურს, უნდა გააუქმონ როგორც დამძიმებული გირაო, ასევე, მოხსნან საკითხი ნიკა მელიას თავისუფლების აღკვეთის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განცხადება ნიკა მ...

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.