პოლიტიკა

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

სახელმწიფო დროშა დაუშვეს
23:35 08.08
დაკოპირებულია

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით 7-8 აგვისტოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, მსოფლიოს მასშტაბით ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.

დიპლომატიური წარმომადგენლობები მასპინძლობენ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ფოტო გამოფენას, მხატრული ფილმების ჩვენებას, იმართება შეხევდრები დიაპორის წარმომადგენლებთან და რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავსირებული პრეზენტაციები და ლექცია-სემინარები.​

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა.

ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წელი

ლარი კიდევ 2.54 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3....
19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვები...
00:05
ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნო...
23:50 18.09
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს...
23:19 18.09
ისანში დევნილებმა გზა გადაკეტეს. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის მაცხოვრებლები საცხოვრებელი ფართების დაკან...
23:03 18.09
პოლიცია, შსს, ლენტი მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში
დღეს, 18 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურის წარმომა...
„მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნ...
დღეს, 18 სექტემბერს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატ...
21:01 18.09
ბათუმში შსს-ს თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის...
შსს-მ თიანეთში თვითმკვლელობის ცდამდე მიყ...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამ...