მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში ვართ“ - ჯაფარიძე

ლელოს წარმომადგენელი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ მათ მუდმივად აქვს კონტაქტი ამომრჩეველთან და მათი დაკვეთაა პირდაპირ, რომ წერტილი დაესვას ისეთი ტიპის არჩევნებს როგორიც იყო 2020 წლის 31 ოქტომბრს.

„ვფიქრობ კელი დეგნანის მოწოდება არის ცალსახად ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვეთანხმებით, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები დავაყენოთ პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ეს აბსოლუტურად მისაღები განცხადებაა.

რაც შეეხება NDI-ს კვლევას, იქაც მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგი. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენს საზოგადოებას სურს, რომ ყველა პარტია იყოს პარლამენტში, მაგრამ რა პირობებით, რა შემთხვევაში ეს კითხვა დამატებით არ იყო დასმული კვლევაში.

ჩვენ მუდმივად გვაქვს კონტაქტი ამომრჩევლებთან და მათი დაკვეთაა პირდაპირ, რომ წერტილი დავუსვათ ისეთი ტიპის არჩევნების როგორიც ჩვენ ვნახეთ 31 ოქტომბერს.

მათ დაკვეთას ვასრულებთ ჩვენ როდესაც ვართ ბოიკოტის რეჟიმში. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ მხარი დავუჭიროთ არასაპარლამენტო რეალობას, არამედ გვინდა რომ ძლიერი პარლამენტის შექმნას დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა „პირველის“ ეთერში ბადრი ჯაფარიძემ.

„პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნას, პარლამენტში მუშაობის დაწყებას“, - აცხადებს კელი დეგნანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ კელი დეგნანი: ვფიქრობ, ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს