მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სებასტიან მოლინეუსი: შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე ვისაუბრეთ

 შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიას შეხვედრისთვის მადლობას უხდის და ხაზს უსვამს, რომ საუბარი შეეხო ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმას, ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებს.

„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ.

ვისაუბრეთ ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის განკუთვნილ დახმარებაზე, რაც საქართველოში ეკონომიკის სიძლიერესა და შოკებისადმი მედეგობას უზრუნველჰყოფს“,- წერს სებასტიან მოლინეუსი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუს შეხვდა

👉 ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე სისტემის მზაობის შეფასება უნდა მოხდეს