მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერგი კაპანაძე: არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა

კაპანაძე ევროპული საქართველო

„არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი“, - ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ POSTV-ის დასმულ შეკითხვას, დაბობმა თუ არა ქართულმა მხარემ ცხინვალი და გამოიყენა თუ არა კასეტური ბომბები.  

ამის შესახებ სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს:

„დღეს პოსTV-მ დამირეკა. ახალი ჰობი აქვთ - განცხადებებს, რომელიც მათ პროპაგანდას აწყობს, აწებებენ რუსებს და მერე, ვითომ სხვა გამოცემის სახელით გეკითხებიან, ამაზე რას ფიქრობო. უკრაინაში რუსეთი რასაც აპირებს, მაგაზე რას ფიქრობთო და თან წამიკითხეს ვითომ კოსაჩოვის გამონათქვამი, რეალურად კი 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციიდან დამახინჯებული ამონარიდი, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი და რომ გამოიყენა კასეტური ბომბები.

ვუპასუხე, რომ არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა თქო, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი მეთქი. აშკარად არ მოეწონათ. ველოდები დღეს საღამოს რას გაუშვებენ. მოკლედ, 810088-დან რომ დაგირეკავენ, იცოდეთ, რომ, რაღაც, ვითომ, თავისი ჭკუით, მახეს გიგებენ“ - წერს სერგი კაპანაძე.