მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერგი კაპანაძე: ოპოზიციურმა პარტიებმა არ ვიცით რა მოლაპარაკებები ჩაიშალა

კაპანაძე ევროპული საქართველო

„მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ, ის რაც არ დაწყებულა, როგორ ჩაიშალა, ჩემთვის გაუგებარია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძე გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცური პარტიებისთვის უცნობია რომელი მოლაპარაკებები ჩაიშალა და უკეთესი იქნება თუ გრიგოლ ვაშაძე თავის განცხადებას განმარტავს.

„ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ინტერვიუ და გულწრფელად გეტყვით, რა მოლაპარაკებები ჩაიშალა ჩვენ არ ვიცით, არც ჩვენ „ევროპულმა საქართველომ“ და არც სხვა ოპოზიცურმა პარტიამ. ამიტომ, თუ ამას უფრო მეტ განმარტებას მოაყოლებს ბატონი გრიგოლი, იქნება უკეთესი, რადგან მე არ მაქვს ინფრომაცია, რომ რაიმე მოლაპარაკებები ჩაიშალა. დღეს, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია ოპოზიციურ პარტიებს შორის არის შეთანხმებული და ოპოზიცია ერთად აყენებს მოთხოვნებს.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს არამარტო საზოგადოებაში, არამედ ასევე ოპოზიცურ პარტიებშიც. ის რაზეც გუშინ იყო საუბარი, ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ვართ კონტაქტზე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი და აქედან გამომდინარე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ ჩაშლილა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

👉ინფორმაციისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ 10 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლება და ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

👉11 ნოემბერს სატელევიზიო ეთერში მან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან მზაობის არ არსებობა დაასახელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉ზურაბ ჯაფარიძე: რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს ენმ-ს ლიდერი?

👉ზაალ უდუმაშვილმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პირობები დაასახელა

👉„აღარ უნდა მივრბოდეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ...“- ვაშაძე