პოლიტიკა

სერგი კაპანაძე ჟურნალისტს, რომელმაც მისი განცხადების შესახებ გაბედა და მაყურებელს მოუყვა, აბულინგებს! - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე
1617808687
დაკოპირებულია

„ხალხი აკვირდება ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტზე უფლებადამცველების რეაქციებს“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი გივი მიქანაძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს.

მისი თქმით, ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გააფუჭა, საკუთარ ქვეყანას სიტყვით აბრალებს:

„სერგი კაპანაძე ჟურნალისტს, რომელმაც მისი განცხადების შესახებ გაბედა და მაყურებელს მოუყვა, აბულინგებს!

პირველი კითხვა: რა დაწერა ფეისბუკ სტატუსში კაპანაძემ, რასაც ეს ამბები მოყვა?

მან დაწერა - „არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“...

მეორე კითხვა: რა თემაზე დაწერა საერთოდ ეს სიტყვები?

- ის ცდილობდა (და პირველად არა) გაემართლებინა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა რეზოლუციაზე, სადაც ეწერა, რომ თითქოს 2008 წლის 7 აგვისტოს (იგივე თარიღი იყო იქვე მითითებული ომის დაწყების დღედ) ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად დაიწყეს ცხინვალის დაბომბვა, გამოიყენეს მძიმე არტილერია და კასეტური ბომბები, საფრთხე შეუქმნეს მშვიდობიან მოსახლეობას და თითქოს რუსების შეტევა იყო საპასუხო...

მოკლედ, რაც ვერ გააფუჭეს, სიტყვით აბრალებენ საკუთარ ქვეყანას! და სერგი ჟურნალისტს აბულინგებს...
P. S. ხალხი აკვირდება ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტზე უფლებადამცველების რეაქციებს, ვნახოთ“, - ამბობს გივი მიქანაძე.

ინფორმაციისთვის, ინფორმაციისთვის, როგორც 6 აპრილს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

1619178031

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ წესების დაცვით ჩავატარებთ სააღდგომო დღესასწაულს, შარშანდელის მსგავსად ეპიდაფეთქებას ავარიდებთ თავს.

1619177604

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარის უკან დაბრუნების პროცესს ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1619177584

მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619176868
„ჩვენ ყოველთვის
შეგვიძლია დავეყრდნოთ
თბილისს და ანალოგიურად
თბილისს შეუძლია ჰქონდეს
კიევის იმედი“

„ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ თბილისს...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

დავით მათიკაშვილი: ამნისტიის აქტის აუცილ...

„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში აუფეთქებელი ჭურვები...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო...

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.