მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სესიაშვილი: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური ბაქიბუქია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან 2019

„არავის გაკვირვებია, სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება. პირდაპირ ვიტყოდი, პოლიტიკური ბაქიბუქი. ის არის პოლიტიკური დამნაშავე თავისი ქვეყნის წინაშე და ძებნილია ქართული მართლმსაჯულების მიერ. სააკაშვილი წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას და საჯარო მოხელეა. შესაბამისად, როცა ის საუბრობს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე, თავისთავად ცხადია ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება, რადგან ამაზე პასუხი უკრაინას მოეთხოვება“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის პოლიტიკურ პროპაგანდას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს და მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს.

„ეს ყველაფერი აგებულია მის ტყუილებზე, ბაქიბუქზე, მისი მხარდამჭერების მობილიზაციაზე, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს. საკითხი დგას სხვანაირად აქ ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა, პოლიტიკურ საკითხებში და მძიმეა იმის მოსმენა, როცა უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო 90-იან წლებშია დაბრუნებული. ქვეყანას არ ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა. სააკაშვილი ამბობს, რომ ის იბრძოლებს და ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული.