მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა კერესელიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული 2020

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვის ტექსტს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

„ამერიკელ ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს.ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს, დღეს მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. როგორც ყოველთვის, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ფასდაუდებელი დახმარება გაწიეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის მათ შორის ჩვენს რეგიონშიც,რისთვისაც ამერიკელი ხალხის მადლიერები ვართ. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის და დახმარებისთვის“,- ნათქვამია რწმუნებულის მილოცვის ტექსტში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 244-ე წლის იუბილეს აღნიშნავენ.