მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა კიკნაველიძე: ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე დიდი ღირებულებაა

ზესტაფონის მაჟორიტარის კომანტარი კორონავირუსზე

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატის შალვა კიკნაველიძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია, რომ საწარმოებმა არ შეწყვიტონ მუშაობა, თუმცა მთვარი პრიორიტეტი, უსაფრთხოების ნორმებისა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვაა.

"დღეს დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური კუთხითაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ საწარმომ გააგრძელოს ფუნქციონირება, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად საქმიანობა შეზღუდული არ აქვთ, თუმცა, აუცილებლად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები და ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა"- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 12 საწარმო ფუნქციონირებას აგრძელებს.