მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა კიკნაველიძე: დაუშვებელია აუცილებელი მოხმარების პროდუქციის მარაგთან დაკავშირებით შეგვექმნას რაიმე პრობლემა

პროდუქტის მარაგზე პრობლემა არ იქნება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგი მიმდინარეობს.

მონიტორინგის ფარგლებში, ზესტაფონის მაჟორიტარმა შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში არსებული პურის საცხობები დაათვალიერა.

უმრავლესობის დეპუტატმა პროდუქტების მარაგის, მიწოდებისა და ფასების შესახებ საწარმოების ხელმძღვანელებისგან ადგილზე მიიღო ინფორმაცია.

შალვა კიკნაველიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია არ შეიქმნას აუცილებელი მოხმარების პროდუქციის დეფიციტი და შენარჩუნდეს ფასები.

"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საწარმოებმა შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა. ამავდროულად დაცული უნდა იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შესაბამისი უწყებების მიერ არის გაცემული. დაუშვებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, აუცილებელი მოხმარების პროდუქციის მარაგთან დაკვშირებით შეგვექმნას რაიმე პრობლემა. ამავდროულად უნდა შენარჩუნდეს ფასებიც",-განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ზესტაფონში 12 საწარმო მუშაობს, რომლებსაც ფუნქციონირების უფლება არ აქვთ შეზღუდული.