მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა ნათელაშვილი: ამერიკაში დამთავრდა ოლიგარქია და რამდენიმე თვეში საქართველოშიც დასრულდება

ნათელაშვილი ხელისუფლებაში ყოფნას ორი ვადით აპირებს

„ბიძინა ივანიშვილმა რუსული ლობის საშუალებით მოახერხა ტრამპის ოჯახზე გასვლა. სამაგიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა წააგო არჩევნები. ტრამპის ოჯახში იგულისხმება არა უშუალოდ ამერიკის პრეზიდენტი, არამედ მისი სიძე, ივანკას მეუღლე, კუშნერი, რომელიც მუშაობს უშიშროების საბჭოში, ეიზენჰაუერის პალატაში, უშუალოდ თეთრი სახლის გვერდზე და რომელიც მფარველობდა ბიძინა ივანიშვილის მაფიას“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, მალე ოლიგარქიული მმართველობა, ამერიკის მსგავსად, საქართველოშიც დასრულდება.

„რამდენიმე კვირაში დასრულდება ამ ჯგუფის მმართველობა, ამერიკელმა ხალხმა ვეტო დაადო ოლიგარქიას პოლიტიკაში, დამთავრდა ტრამპიზმი, ოლიგარქია ამერიკაშიც და დამთავრდება რამდენიმე კვირაში საქართველოშიც“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.