მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა ნათელაშვილი: საფრანგეთის პრეზიდენტი პედოფილის მსხვერპლია

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

„ეს პრეზიდენტი საფრანგეთისა, მართლა პედოფილიის მსხვერპლია და ამაში მისი პედაგოგებია დამნაშავე“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის პრეზიდენტისგან საპატიო ლე­გი­ო­ნის კა­ვა­ლე­რის ტი­ტუ­ლის მინიჭებას.

„ახლა მთლად საოცარი გავიგე. ეს ჯილდო თურმე კოვიდ-ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული უდიდესი საქმიანობისთვის მიუნიჭებიათ ივანიშვილისთვის .არა, ეს პრეზიდენტი საფრანგეთისა, მართლა პედოფილიის მსხვერპლია და ამაში მისი პედაგოგებია დამნაშავე, თუმცა...“ - აღნიშნავს შალვა ნათელაშვილი.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d'honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. 2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საპატიო ლეგიონის ორდენი 1 229 ადამიანმა მიიღო. აქედან კავალერის წოდება 1 087 ადამიანს მიენიჭა, ოფიცრის - 111 ადამიანს, ხოლო კომანდორის - 21 ადამიანს.

საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მინიჭებული აქვთ მუსტაფა ქემალ ათათურქს, ონორე დე ბალზაკს, ჟან-პოლ ბელმონდოს, იოსეფ ბროდსკის, შარლ დე გოლს და საფრანგეთისა და უცხო ქვეყნების წარჩინებულ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს.