მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი: 19-20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის გამოცხადება მედიატორების შემოთავაზება იყო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი შალვა პაპუაშვილი - Pia.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით 19-20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე ამნისტიის გამოცხადება მედიატორების მიერ იყო შემოთავაზებული და ეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კარგად იციან.

„შეთანხმებაში წერია, რომ ამნისტია შეეხება 19-20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა საქმეს. მიდგომა, რომ ნიკა მელია არის ყველაფრის ცენტრში, ჩვენი საზოგადოებისთვის დამამცირებელია. ეს ამნისტია ეხება არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ მასთან ერთად ძალადობაში ბრალდებულ რამდენიმე პირს, ასევე სამართალდამცველებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს არ იყო „ქართული ოცნების“ მოთხოვნა.

„მათ თქვეს, რომ როგორც ჩანს 20 ივნისი თქვენს საზოგადოებაში ცალკეული ჯგუფების მიერ სხვადასხვაგვარად აღიქმება და ეს შეიძლება ამძიმებდეს პოლიტიკურ პროცესს, ამიტომ შემოგვთავაზეს, რომ ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოაცხადეთ ამნისტია და წარსულის ეს ფურცელი გადაშალეთ. ეს იყო შარლ მიშელის პოზიცია, რომელსაც გასაკვირია საერთოდ რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ პოლიტიკური პარტიები ამნისტიის პირობებს არ ეთანხმებიან, შეუძლიათ შეთანხმებიდან საკუთარი ხელმოწერები გაიტანონ.

ინფორმაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ირაკლი კობახიძე: როდესაც შენ არ იღებ და არ ეთანხმები ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს, მაშინ როგორ უნდა დაეთანხმო „ქართული ოცნების“ მხრიდან შეწყალებას

შალვა პაპუაშვილი: შეთანხმებას ხელი მოწერილი აქვს და, ამ შეთანხმების მიხედვით, ყველა იწყებს პარლამენტში მუშაობას

სალომე სამადაშვილი: შეთანხმების შესრულების დაწყების პირველი დღე სამშაბათი იქნება, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში შევა