მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია დაბრმავებულია ძალაუფლების წყურვილით

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი შალვა პაპუაშვილი - Pia.ge

„ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

„მხარს არ დავუჭერთ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია დაბრმავებულია ძალაუფლების წყურვილით და მოქმედებს პრინციპით – „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ მას არ აქვს ძალაუფლება“

„ქართულმა ოცნებამ“, ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა, თუ რა არის მისი ქცევის არსი და დღემდე ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ამ პრინციპით მოქმედებს – „ჩვენ ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი“.

დღეს ჩვენი და ჩვენი ოპონენტების ეს პრინციპები კიდევ ერთხელ დადგა ერთმანეთის პირისპირ. ჩვენ სწორ მხარეს ვართ, არ დავუშვებთ საბოტაჟს, არ დავუშვებთ ძალადობას, ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ამ ეტაპზე 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავს იკავებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავი შევიკავოთ“ - ირაკლი კობახიძე

✔️ „პარლამენტში იმ ძველი ტელეფონით მოვედი, რომელიც გამოცხადებული მქონდა“ - ალეკო ელისაშვილი