მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი: შეთანხმებას ხელი მოწერილი აქვს და, ამ შეთანხმების მიხედვით, ყველა იწყებს პარლამენტში მუშაობას

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი შალვა პაპუაშვილი - Pia.ge

ათონელის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შედეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წვერმა, შალვა პაპუაშვილმა მედიას განუცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შედგა. ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება და კანონს ამნისტიის შესახებ 3 მოსმენით მიიღებენ. მისივე თქმით, პრეზიდენტი შეწყალების აქტს სამშაბათს გამოსცემს.

„დავიწყოთ იმით, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არიან. იყო სხვადასხვა კითხვა, შემოვა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. დღეს აქ კიდევ ერთხელ აშკარად და ცალსახად ითქვა, რომ მოხდება ამნისტიის კანონის ერთობლივად ინიცირება, ისინი შემოვლენ პარლამენტში. ასე რომ, შეთანხმებას ხელი მოწერილი აქვს და, ამ შეთანხმების მიხედვით, ყველა იწყებს პარლამენტში მუშაობას.

კანონის მიღებას 3 მოსმენა სჭირდება, შესაბამისად, არანაირი წინაღობა არ არსებობს იმისთვის, რომ ეს კანონი მივიღოთ. ევროკავშირი გადაიხდის გირაოს და მელიას შეუძლია, ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს. ის თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო და სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანს იქნება და შემდეგ უკვე ამნისტიის კანონით ეპატიება დანაშაული. რაც შეეხება რურუას, ამნისტიის ინიცირების შემდეგ, პრეზიდენტი გამოსცემს შეწყალების აქტს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌გიორგი ვაშაძე: შეწყალების აქტით, რურუა სამშაბათს გათავისუფლდება