მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შარლ მიშელი საქართველოშია

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს.

სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ისინი მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

დავით ზალკალიანი: ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერის ცალსახა დადასტურებაა