პოლიტიკა

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის, საარჩევნო პრაქტიკისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების ძალისხმევაში

პარლამენტის მიერ მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღის დამტკიცებაზე
18:16 29.06
დაკოპირებულია

„პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას შორის 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად მიღებული ცვლილელები ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობასა და საპარლამენტო პლურალიზმს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში“, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად განახორციელოს ეს კანონი.

„შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ მიღებას, რაც მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის შექმნას გულისხმობს. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას შორის 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად მიღებული ცვლილელები ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობასა და საპარლამენტო პლურალიზმს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს კანონი რეფორმის შესახებ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეფექტურად განახორციელოს ეს კანონი. საქართველოს დემოკრატიული ევოლუციის მთავარი გამოცდა საარჩევნო პროცესის თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვა იქნება, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავად არჩევნების პროცესი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის, საარჩევნო პრაქტიკისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების ძალისხმევაში, ისევე, როგორც მის ფართო ევროატლანტიკურ მისწრაფებაში, რაც საუკეთესო თავდაცვაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბეირუთში მოხდარი აფეთქების გამო მსხვერპლი იზრდება

ლიბანში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მ...

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო მინიმუმ 50 ადამიანია დაღუპული...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი...
22:45 04.08
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაც...
22:04 04.08
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ იმ შე...
21:05 04.08
ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ე...
20:32 04.08
პოლიტიკოსი უკრაინაში გეგმავს თუ არა სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საქა...
„არ ვაპირებ რამე „ნაკოლების“ მიცემას ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის“, - ასე უპასუხა საქართველოს...
„ვისურვებდი ეს მე დამმართნოდა“ - ნინო ჟვ...
ბუსა ჟვანიას დედა, ნინო ჟვანია თოფაძეების ოჯახს მომხდარის გამო ბოდიშს უხდის. „ჩ...
თსუ-ს რექტორი ისევ გიორგი შარვაშიძე გახდ...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აკადემიუ...
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურის...
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტის ნუცა ბურდულაძის განცხადებით, კლინიკა...