მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შენნაირ „განათლებულ“ ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს, მაგრამ, ეტყობა, მხილებამ მართლა ძალიან აგჭრა - რატი იონათამიშვილი სერგი კაპანაძეს

უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე - Pia.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის ფეისბუკ პოსტს პასუხობს, რომლის თანახმად, კაპანაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თამჯდომარეს მამუკა მდინარაძესა და უმრავლესობის წევრ დიტო სამხარაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

„მხოლოდ ამ ერთ აბზაცში, სადაც დაბრალების გარდა, შენი ჭკუით, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა გადაწყვიტე:

1. „დებილი“ არის სამედიცინო ტერმინი, ნოზოლოგია, როდესაც ადამიანს გონებრივი განვითარების თანდაყოლილი შეფერხება, ან ჩამორჩენა აქვს და ეს შეიძლება, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველი გახდეს. დებილიზმი ოლიგოფრენიის მსუბუქი ფორმაა. ვინც ეს არ იცის, ის სამწუხაროდ, ამ ტერმინს სალანძღავად იყენებს. ისევე, როგორც აკო მინაშვილი - „კოჭლს”.

2. „ორსაათიანი“ ერთად იწერება. თუ ცალ-ცალკე დაწერ, ორი ერთსაათიანი მონაკვეთი გამოვა.

შენნაირ „განათლებულ“ და „პრადვინუტ“ ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს, მაგრამ, ეტყობა, მხილებამ მართლა ძალიან აგჭრა!.. აი, შენი პირველი პოსტი კი შეცდომა ნამდვილად არა, - გაცილებით მძიმე იყო და რეაქციაც შესაბამისი მიიღე. ახლა, ზიხარ და გამწარებული ერთმანეთზე უარეს სტატუსებს აცხობ. ასეა, როცა სამშობლოს გაყიდვის „გაპრავებას“ მოინდომებ,“ - აღნიშნავს იონათამიშვილი და კაპანაძის პოსტს აქვეყნებს.