პოლიტიკა

„შეთანხმება შეთანხმებისთვის არ უნდა იყოს“ - რატომ ვერ შეინარჩუნა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა?

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა ვერ შეინარჩუნა
17:50 28.07
დაკოპირებულია

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლების დასამარცხებლად გაერთიანდნენ. ისინი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებოდნენ და თანხმდებოდნენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში სხვადასხვა პარტიის ერთიან კანდიდატებს წარადგენდნენ.

საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, 30 კი, მაჟორიტარი იქნება. თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქი განისაზღვრა, რეგიონებში 22. გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის მხოლოდ 6 მაჟორიტარულ ოლქზე შეჯერდა და კანდიდატებიც წარადგინეს, დარჩენილია თბილისის 2 და რეგიონის 22 ოლქი. თუმცა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა დაკარგა და მათ შორის მცირე დაპირისპირებაც გაჩნდა.

tako-charkviani-da-giorgi-vashadze-akhali-politikuri-platphormis-tsardgenaze_o_h.jpegგაერთიანებული ოპოზიცია დატოვა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელთან თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნა. ისინი საარჩევნო პროგრამას დამოუკიდებლად 30 ივლისს წარადგენენ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაა, რეგიონში მხოლოდ საკუთარი კანდიდატები წარადგინოს, რამაც სხვა ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება გამოიწვია. რატომ მიიღო პარტიამ ასეთი გადაწყვეტილება, ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო PIA.GE „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა.

როგორც ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული, რომ შეთანხმება მიღწეულიყო მხოლოდ თბილისის საარჩევნო ოლქებთან მიმართებაში.

„თუმცა, ამ პროცესშიც სრულფასოვანი შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის. 2 მაჟორიტარული ოლქი - საბურთალო და დიდუბე კვლავ განხილვის საგანია და შეთანხმება ჭირს. რაც შეეხება რეგიონებთან მიმართებაში, ჩვენ იმთავითვე გვქონდა საუბარი, რომ რეგიონებში ყველა მაჟორიტარულ ოლქში შესაბამის კანდიდატს წარვადგენდით. ეს არ არის მარტო პარტიული ამბიციებით განპირობებული გადაწყვეტილება“,- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. levan-bezhashvili_o_h.jpeg

ამასთან, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაში შედეგების მიღება დამოკიდებულია შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში რომელ პარტიას რამდენად უფრო ძლიერი კანდიდატი ეყოლება წარდგენილი.

„მაჟორიტარი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს. ასეთი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე „ლელომაც“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავიანთი კანდიდატი წარადგინონ.

არის ელექტორალური განწყობები, მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებლები. ვინმეს თუ ხელოვნურად უნდა შეთანხმება შეთანხმებისთვის გამო ელექტორალური განწყობების შეცვლა, ეს იქნება ხელოვნური პროცესი და არა ბუნებრივი. ამ ხელოვნურობას ამომრჩეველი დაინახავს“,- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოლქებში ძლიერი კანდიდატები იყვნენ წარდგენილი, რომლებსაც გამარჯვების რეალური შანსი ექნებათ და არ უნდა იყოს ისე, რომ შეთანხმება შეთანხმების გამო მოხდა რომელიმე კანდიდატის შერჩევა.

„მნიშვნელოვანია ელექტორალური მხადაჭერის პროცენტული მაჩვენებელი და აქედან გამომდინარე, ვის უფრო მეტი შანსი აქვს გამარჯვებას მიაღწიოს ამა თუ იმ ოლქში. ამასთან, სხვა პოლიტიკური პარტიების საწყენად არ ვამბობ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა სხვა პარტიას აქვს მიზანი, თავისი საარჩევნო კამპანიისგან დაგეგმილზე ერთით მეტი მანდატი, ან უფრო გაუმჯობესებული პროცენტი მიიღოს საბოლოო შედეგებში. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, გამყარებული ელექტორალური მხარდაჭერით, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, მათ შორის სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ერთობლივი ძალისხმევით. უნდა გამოვიდეთ გამარჯვების ფორმულიდან და არა შეთანხმება შეთანხმებისთვის გამო“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს „ევროპული საქართველო“. როგორც დეპუტატი სერგი კაპანაძე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მხოლოდ საკუთარი კანდიდატების წარდგენით არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა ამის სრული უფლება აქვს.

„ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ, ვითანამშრომლოთ, ჩვენ მაინც მოვახერხოთ საერთო კანდიდატების დაყენება სხვადასხვა მაჟორიტატულ ოლქებში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ამაზე ძალიან მალე გვექნება სიახლე“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საკითხთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაერთიანებულ ოპოზიციას რეგიონებშიც ერთიანი კანდიდატები ჰყავდეს.

მისი თქმით, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ისეთი მოდელი შექმნან, რომლითაც პირველივე ტურში ხელისუფლების დამარცხება გარანტირებული იქნება.

giga-bokeria_o_h.jpegმან ის მოდელი წარადგინა, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობდნენ და ახლაც სთავაზობენ.

პირველი, ეს არის ე.წ. ფართო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, რეგიონის 11 მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს დაუჭერდა მხარს გაერთიანებული ოპოზიცია, 8 ოლქში კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაეჭირა მათთვის მხარი.

„ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს კანდიდატს ყველა დიდ ქალაქში - თელავი, რუსთავი, ქობულეთი, ჭიათურა, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი. ხოლო, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს დანარჩენ შეჯერებულ პარტიებს თერჯოლა, სამტრედია, ხელვაჩაური, ქედა, ფოთი ან მარტვილი, ხაშური, მცხეთა-თიანეთი, გურია, რაჭა“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, თუ ეს ფართო შეთანხმება ვერ შედგებოდა, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის გამო, „ევროპული საქართველო“ მათ უფრო, ე.წ ვიწრო შეთანხმებას სთავაზობს. რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს დაუჭერდა მხარს „ევროპული საქართველო“, და პირიქით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველოს“ 4 კანდიდატს.

„ჩვენ ძალიან ძლიერი კანდიდატები გვყავს, ესენი არიან ტარიელ ნაკაიძე, გიგი უგულავა, კაკო ბობოხიძე და გიგი წერეთელ“,- აცხადებს გიგა ბოკერია.

გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან რჩება „ლეიბორისტული პარტია“. giorgi-gugava_o_h.jpeg

როგორც პარტიის წევრი გიორგი გუგავა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან აცხადებს, თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმება უკვე მოხდა, შესაძლოა შეთანხმდნენ რეგიონებშიც.

„არის ისეთი საარჩევნო სამაჟრიტარო ოლქები, სადაც უფრო სტრატეგიული იყოს მეტი ოპოზიციური კანდიდატის წარდგენა. ამ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა“,- აღნიშნა გიორგი გუგავამ.

რაც შეეხება „გირჩს“, მათ თავიდანვე ჰქონდათ გაცხადებული, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს არ წარადგენდნენ, თუმცა ისინი საკუთარი სტრატეგიის გადახედვას აპირებენ.

როგორც „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, ოპოზიციამ ყველა მაჟორიტარულ ოლქში უნდა მიაღწიოს შეთანხმებას.

iago-khvichia_o_h.jpeg„ვინაიდან ეს პროცესი იშლება, რაც ხელისუფლებას აწყობს, გვაინტერესებს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლის გამოც ვერ ხერხდება საერთო ოპოზიციური შეთანხმება. ვინ თამაშობს „ქართული ოცნების“ თამაშს? მათ შორის ეს იწვევს „გირჩის“ სტრატეგიის გადასინჯვას. ჩვენ გვქონდა ნათქვამი, რომ არ დავაყენებდით არცერთ შეთანხმებულ ოლქში მაჟორიტარებს, მაგრამ მაშინ როდესაც ეს პროცესი ჩაშლილია, გვიწევს ახალ რეალობაზე მორგება და გვიწევს თანამშრომლობა არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ პოლიტიკური პარტიების ინდივიდუალურ კანიდატებთან“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩი“ მოუწოდებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ნუ იქნება ოპოზიციური ერთიანობის შემაფერხებელი და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმეში, რაც ნიშნავს 202...
34 წუთის წინ
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს“,- ამი...
38 წუთის წინ
„ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენო...
42 წუთის წინ
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება, 4 წელიწ...
48 წუთის წინ
ე.წ. საზღვარი აფხაზეთთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუს-ი ბანკზე თავდა...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „სასაზღვრო დეპარტამენტი“ ზუგდიდში „საქ...
გომელაური: გამოძიება დაადგენს მძევლებს შ...
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, ჰყ...
მთიანი ყარაბაღის საკითხზე ვაშინგტონში და...
23 ოქტომბერს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და აზერბაიჯანისა და სომხეთის...
ოხანაშვილი: გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრ...
„გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ...