მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს“ - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე, სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ  ორბელიანების სასახლეში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა,

ბაქრაძის თქმით, ცალსახად კარგია, რომ გაჩნდა სივრცე შეხვედრისთვის, ურთიერთობისთვის და დიალოგისთვის.

„ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალოგში განსახილველ საკითხებში მაგიდაზე დევს ყველა საკითხი, მათ შორის პატიმრების გათავისუფლების საკითხი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო რეფორმა, სასამართლოს რეფორმა და ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზაციისთვის.


შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს“, - აცხადებს ბაქრაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ დიალოგი გავაგრძელოთ“ - პრემიერი

🔴 „გასაგებად ვუთხარით ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია“ - ნათელაშვილი