მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შევთავაზე ხელისუფლებას, რომ ღამე მელიას ციხის კარი ღია დატოვეთ მეთქი“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი

„არაკომფორტულია ხელისუფლებისათვის და ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს მელიას ურჩობაში, როდესაც არ გამოდის ციხიდან მიუხედავად მმართველი გუნდის სურვილისა, მაგრამ მეორეს მხრივ მას ეშინია სისუსტის დემონსტრირების, ისინი ორ ცეცხლს შორის არიან“- განაცხადა ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რაიმე სერიოზული შეიძლება მოჰყვეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

„ნიკა მელიას სამართლებრივ ანალიზს აზრი არ აქვს, წმინდა წყლის პოლიტიკური საქმეა. რეალურად ეს რომ ყოფილიყო მართლმსაჯულების თემა, დიდი ხნის დახურული უნდა იყოს ეს საქმე.

თითქმის 2 წელი გავიდა და ეს არის ცნობილი მატრიცა, როდესაც აღიძვრება ხმაურიანი საქმეები სხვადასხვა კონიუქტურული პოლიტიკური მიზნებით, ეკიდება ეს საქმეები და როგორც წესი არ მთავრდება ხოლმე. გამოყენებულია იმისათვის, რომ ან პოლიტიკური შედეგი მიიღო, ან ვიღაც ფიგურანტები მუდმივად გყავდეს საბელზე და ამით მართო სიტუაცია.

ნიკა მელია ამოვარდა ამ მატრიციდან, იმიტომ რომ მან მოახდინა ხელისუფლების პროვოცირება რომ დაეჭირათ, რის შემდეგაც ხელისუფლება ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდა.

ორ ცეცხლს შორის არიან, მე შევთავაზე ხელისუფლებას, რომ ღამე ციხის კარი ღია დატოვეთ მეთქი“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული პოლიტიკური მდგომარეობა არ არის სახარბიელო და ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული .

„ჩამოსული იყო ევროსაბჭოს პრეზიდენტი და იმასაც კი არაფერი გამოუვიდა და აქედან გამომდინარე, სავაჭრო თემად ნიკა მელიას გათავისუფლება - არ გათავისუფლების დაბრუნება მაგიდასთან ძალიან არადამაჯერებელი იქნება.

გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, იმიტომ რომ გვაქვს სტერილური პარლამენტი და ქუჩაში გავარდნილი ოპოზიცია, აღიარებული პოლიტპატიმრები და ასეთ ვითარებაში მელიაზე საუბარი ძალიან არადამაჯერებელი და რთულია.

მაგრამ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გრძელვადიანი გათვლებიდან გამომდინარე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს, ის ცხოვრობს ტაქტიკით რომ დღევანდელი დღე გადავაგოროთ, იმიტომ რომ დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს და ხვალინდელი დღე რომ დადგება, პრობლემები დაგროვდება შემდეგ იფიქრებს ამაზე.

საქართველოს უახლეს ისტორიას ვეძახი ტყლაპოდან - ტყლაპომდე ისტორიას, როდესაც ერთი მხარე უშვებს შეცდომას, მეორეს იმდენად გაუხარდება და იმდენს ხტუნავს, რომ იგივე ტყლაპოში ხვდება.

ოპოზიციის მთავარი ძალა არის ხალხში და ისინი ხალხთან აღარ დადიან. დიდი ბოდიში ახლა უნდა აცნობიერებდნენ, მუდმივად ამ პროცესში უნდა ყოფილიყვნენ.

ჩვენ ეს ხალიჩისქვეშა დაპირისპირება გვინახავს, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რაიმე სერიოზული შეიძლება მოჰყვეს.

ქართული ოცნების 100 %-ის აქციების მფლობელი არის ერთადერთი ადამიანი, ყველა რომ წავიდეს და ქუჩიდან აკრიფოს ივანიშვილმა მაინც არაფერი შეიცვლება. პოლიტიკური რყევები შეიქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ივანიშვილის ფაქტორი შესუსტდება ან გაძლიერდება.

ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული და ლამის თვითონ უნდა აყენებდეს რიგგარეშე არჩევნების საკითხს. ხალხია ძალაუფლების წყარო და არა მგონია კობახიძეს აღიარებდნენ ლიდერად“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ერთმანეთი ისე შეუყვარდებათ, მერე ერთად მართავენ ქვეყანას“- გია ხუხაშვილი

✅„ეს უბრალოდ სასამართლო სხდომა კი არ არის, არამედ პოლიტიკური მესიჯია“ - მეგრელიშვილი მელიას სასამართლოზე

✅ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო