მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არ არის“ - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - Pia.ge

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები თვითმიზანი არ არის და გარდა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა, მას სხვა ბენეფიტები არ აქვს. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მთავრობამ დაწესებული შეზღუდვებით შეძლო ყოველდღიურად 5000 ინფიცირებულიდან 1000-მდე ჩამოყვანა.

მდინარაძემ ნოემბერ-დეკემბერში კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ამას ურთულესი იყო ჯანდაცვის სექტორისთვის.

„მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტი აქტიურად არის ჩართული ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, გუშინ ჩავატარეთ ბრიფინგი და საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ შესაბამისი კანონმდებლობა რაც საჭირო გახდა, რომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მონაწილეობა მიგვეღო, საკანონმდებლო გარანტიები ყოფილიყო დაინიცირებული, საქართველოს პარლამენტი ამას მიიღებს დაჩქარებული წესით.

აგრეთვე იცით, რომ პარლამენტარები აქტიურად ვართ ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ბოლო დღეების განმავლობაში არ ცხრება სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რამდენად მართებულია შეზღუდვების

ის ფორმები თავისი პლუს-მინუსები, ასე დავარქვათ. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა არის დღის წესრიგში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არ არის მარტივი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისათვის შეზღუდვების განხორციელება, თუმცა ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს რომ შეზღუდვა არ არის ვინმეს თვითმიზანი.

არანაირი ბენეფიტი არ აქვს შეზღუდვას, გარდა იმისა, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობას იცავს, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ეკონომიკას იცავს.

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ სულ რაღაც 1-2 თვის განმავლობაში ყოველ დღე საქართველოში ინფიცირების 5000 შემთხვევა გვქონდა, ამას უმძიმესი შედეგები ჰქონდა. გარდაცვალების მაჩვენებელიც გვახსოვს და გვახსოვს ისიც, რომ ურთულესი იყო ჯანდაცვის სისტემისათვის.

ჩვენ თანმიმდევრული ღონისძიებებით შეზღუდვებით შევძელით, რომ ეს ყველაფერი უმოკლეს დროში ყოფილიყო იმგვარი დინამიკის, რომ დღეს გვაქვს დაახლოებით 1000 შემთხვევა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 254 822-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში? - შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა