მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შიდა ქართლში ფერმერები ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დეტალებს გაეცნენ

ფერმერებთან შეხვედრა შიდა ქართლში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, რეგიონებში ფერმერებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დეტალებს აცნობენ.

შიდა ქართლის რეგიონში ფერმერებს მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი შეხვდნენ.

როგორც მხარის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა ისარგებლოს იმ მხარდაჭერით, რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობს.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა არაერთ პროგრამას ითვალისწინებს. პროგრამებით სარგებლობის შემთხვევაში, 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერი 850-დან 1700 ლარამდე დახმარებას მიიღებს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.