მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შინაგან საქმეთა მინისტრი: 112-ისა და 144-ის მომსახურებას პრობლემები არ შეექმნება

გომელაური მარნეულში

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ 112-ისა და 144-ის მომსახურების ცენტრები დატვირთვას ვერ გაუძლებენ ისინი დამატებით ლოკაციებზე გადავლენ და ამით პრობლემა არ შეიქმნება.

 „112-ის და 144 -ის თემაზე ძალიან კარგად ისაუბრა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა და  განმარტა თუ როგორი სისტემით ვმუშაობთ. დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს მოწყობილი თუნდაც, რომ აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა იყოს. ხედავთ, აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც არის. თუმცა მაინც, რომ მოხდეს რაიმე, კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა, იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ,არ გვაქვს” –განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.