პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

ვახტანგ გომელაური დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
18:24 16.09
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყო საქართველოში მოღვაწეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებით აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) როლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების შესაძლებლობების გაძლიერებაში და ელჩს სამომავლო თანამშრომლობის ხედვები და მიმართულებები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს, რაც
მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატით გამართულ საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე შეხვედრაზე იქნა განხილული“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსამართლის ჩაქუჩი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებ...
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის პასუხები ზოგადია და არ კონკრეტდება ის პირო...
22:02 19.09
„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ პატივი...
21:52 19.09
„რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორი...
21:43 19.09
„მე უფრო მომხრე ვარ ისეთი ტიპის საარჩევნო სისტემის, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის, სადაც პირდაპირი...
21:31 19.09
ქართველი ნიჩბოსან მორიგი ტრიუმფი უნგრეთში
უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ქართვე...
21:21 19.09
კასპში კაცი მოკლეს
კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობ...
თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილ...
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბ...
არჩილ თალაკვაძე: 2012 წლის შემდეგ ხელისუ...
„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამ...